
კუბილიუსი – შეწყალებაზე: „ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს“
15/05/2020 17:55:54 საგარეო პოლიტიკა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეწყალების ფაქტს ეხმიანება და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „სწორ მიმართულებად“ აფასებს.
„საქართველოში მნიშვნელოვანი ამბები ხდება. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ოპოზიციის ორი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს“, – წერს კუბილიუსი სოციალურ ქსელში.