Accentnews.ge
„იმედია, რურუა დატოვებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ"

„იმედია, რურუა დატოვებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ"

15/05/2020 19:00:31 პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, თუ საპატიმროს გიორგი რურუაც არ დატოვებს, მისი პარტია კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„იმედი მინდა გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა ასევე მალე დატოვებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში, მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში. რადგან პირობა მასეა, კაცი როცა პირობას დებ, ბოლომდე უნდა შეასრულო. სანახევროდ შესრულებული პირობა არ არსებობს. ნავსი გატყდა და მაღალი ალბათობით, შეიძლება ვივარაუდოთ, ეს ასე იქნება.

ზოგადად, ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც თვითდაზიანებებს იკეთებს. ჩემი დაჭერა მისთვის ზიანი იყო. ჩემი გამოშვებაც მისთვის ზიანი იყო. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ამდენ თვითდაზიანებას იკეთებს, ის სახიფათოა ქვეყნისთვის და ჩვეულებრივი მოქალაქეს რას უზამს, თავად ამდენ თვითდაზიანებას რომ იკეთებს. ამიტომ, არჩევნების გზით ეს ადამიანი უნდა წავიდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

ამასთან, უგულავამ ისიც აღნიშნა, რომ ვინაიდან რურუა ბრალდებულია და არა მსჯავრდებული, პრეზიდენტი ვერ სეიწყალებდა, თუმცა "ბრალდებულის გათავისუფლების მექანიზმიც არსებობს“.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს შეიწყალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S