Accentnews.ge
კალაძე – თანაგუნდელებს: "არც ერთი ნაბიჯი უკან!"

კალაძე – თანაგუნდელებს: "არც ერთი ნაბიჯი უკან!"

15/05/2020 19:07:13 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ირწმუნება, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ იყო, ხოლო თავად გადაწყვეტილებას 8 მარტის პოლიტიკურ შეთანხმბასთან კავშირი არ აქვს.

კალაძე მხარდამჭერებს ერთიანობისკენ მოუწოდებს:

"მინდა, მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, არც ერთი ნაბიჯი უკან, არავითარი თავდახრა, ყველას ვაჩვენებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და როგორი მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მხრიდან".

კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმება პატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწიენებდა:

„რაც შეეხება რეაქციებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის და თქვენ შეგიძლიათ, 2012 წლიდან მოყოლებული ნახოთ სხვადასხვა ტიპის განცხადებები ევროპარლამენტარების, კონგრესმენების მხრიდან სხვადასხვა კონკრეტულ კრიმინალებთან მიმართებაში. ეს სიახლე არ არის ჩვენთვის, გვქონია ეს მოცემულობა. რაც შეეხება, ვიცოდით თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა. თქვენ ვერ გვაჩვენებთ ვერც ერთ პუნქტს, ვერც ერთ სიტყვას იმ შეთანხმებაში, რომელიც გახდა საჯარო, რომ იქ საერთოდ ნახსენები ყოფილიყო კრიმინალების გამოშვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს შეიწყალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S