Accentnews.ge
მდინარაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს

მდინარაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს

15/05/2020 19:14:34 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მოტივაცია მისთვის გასაგებია, თუმცა თავად გადაწყვეტილება სწორი არ იყო.

„ერთია პრაგმატულობა, რამდენად სწორია ასე გათვლა და მეორეა – რამდენად სწორი იყო ეს ემოციურად და მორალურად, როდესაც 48 მილიონის გაფლანგვაში ედება ერთ ადამიანს ბრალი და მეორე ადამიანს პარლამენტის შტურმის ორგანიზებაში, თუ მონაწილეობაში. ეს არის და ეს. მოტივაცია პრეზიდენტის გასაგებია, ისიც გასაგებია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მან ეს ახსნა. ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, ის მისი თანაგუნდელების მსგავსად ირწმუნება, რომ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული არ ყოფილა.

„პოლიტპატიმარი არც ერთია და არც მეორე. არ არიან საქართველოში პოლიტპატიმრები [...]. რადგან ახლა ასეთი მოცემულობაა ,რადგან პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ეს პრაგმატულობით ახსნა; იმით ახსნა, რომ ამით იარაღი გამოაცალა, სპეკულაციური იარაღი ოპოზიციას, რომ მათ ვერ შეძლონ პროცესების ჩიხში შეყვანა და მე საერთოდ არ მგონია, რომ ეს პროცესები იმგვარ ჩიხში შეგვიყვანდა, რომ ვერ მივიღებდით საკონსტიტუციო ცვლილებებს. მაგრამ ეს მისი ახსნაა, გასაგებია. მე, პირადად, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასე არ მოვიქცეოდი ნამდვილად და მე ეს შეცდომა მგონია, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა. გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და სხვაგვარ გადაწყვეტილებას, რომელსაც არჩევნებში შეფასება და მხარის დაჭერა ჰქვია, ამას იღებს ამომრჩეველი და ამას ცალკე ამომრჩეველი შეაფასებს“.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს შეიწყალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S