ბურჯანაძე – ივანიშვილს: „სანამ ბოლომდე გამოგიჭრიათ ყელი, გამოფხიზლდით!“
15/05/2020 20:12:10 პოლიტიკა
„ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს „სწორი ნაბიჯების“ გადადგმისკენ მოუწოდა.
„ხომ ვეუბნებოდი საქართველოს დღევანდელ ხელისუფებას, რომ მოუწევდათ შეთანხმების [8 მარტის] შესრულება. ეს უნდა მოახერხო. უნდა იყო ბრიყვი, უცოდინარი. ამას ვამბობ გაბრაზებული. როდესაც მხოლოდ ჩემი პარტიიდან 41 პოლიტპატიმარი იჯდა, ისე იმუშავა წინა ხელისუფლებამ საერთაშორისო არენაზე, რომ უცხოელებს ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინე, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური მოტივაციით ისხდნენ. ხომ უნდა მოახერხო დღევანდელმა ხელისუფლებამ, მხრებზე ისეთი უმძიმესი შეფასება აიკიდო, როგორიც პოლიტიკური პატრიმრების ყოლაა. ხომ უნდა მოახერხო,რომ ევრპარლამენტში განხილვებამდე ერთი კვირით ადრე ჩაშალო მოლაპარაკება და თქვა, რომ „მოლაპაერაკებას არ ვასრულებ“. ცოტა ხნის წინ დაიდო კონგრესმენის მორიგი განცხადება ძალიან მძიმე შეფასებებით და სანამ ბოლომდე გამოგიჭრიათ ყელი, ბატონო ბძინა, თქვენთვისა და თქვენი ხელისუფლებისთვის, ცოტა გამოფხიზლდით და მიხვდით, რომ ხელისუფლებაში დღეს ყოდფნა და 5 მილიარდის ქონა ყველაფერს არ ნიშნავს და სწორ ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა თქვენც არ გამოიჭრათ ყელი და ქვეყანა კიდევ ერთი განსაცდელის წინაშე არ დააყენოთ“,– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს შეიწყალა.


