„ქართულ ოცნებას“ ისეთი ფასის გადახდა დაუანონსეს, რომლის გადამხდელი არ ან ვერ იყო“
15/05/2020 21:20:08 პოლიტიკა
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს მმართველ გუნდს „მაღალი ფასის“ გადახდა დაუანონსეს და სწორედ ამან განაპირობა პოლიტიკოსების გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება.
„მაღალ ფასში“ ხუხაშვილი მათ შორის არც პიროვნულ სანქციებს და „კომპრომატს“ გამორიცხავს.
„ფაქტია, რომ ერთ დღეში შეიცვალა რიტორიკა. ვიღაცამ მიიღო წინადადება, რომელზეც უარი თქმა არ შეიძლება – რაღაც ძალიან მძიმე. დეტალებში ვერ შევალ. ასეთი სამწუხარო რეალობა მივიღეთ მაშინ, როდესაც მათ [ქართულ ოცნებას] ჰქნდათ ყველა შანსი, მოეგოთ არჩევნები პანდემიის ფონზე“,– აცხადებს ხუხაშვილი.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ თავად არ ელოდა დასავლეთის ამგვარ პრინციპულობას:
„არ მეგონა, დასავლეთი ბოლომდე ასეთი პრინციპული თუ იქნებოდა. ვფიქრობ, ისეთი ფასის გადახდა დაუანონსეს „ქართულ ოცნებას“, რომლის გადამხდელი ბოლომდე არ ან ვერ იყო. არ ველოდი, რომ დასავლეთი ბოლომდე შეჰყვებდა ამ „თამაშს“ და მეორე –არ ველოდ, რომ ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს უფრო მაღლა არ დააყენებდა, ვიდრე სახელმწიფოებრივს. ნახეთ რა მოხდა – „ქართული ოცნება“ დაზარალდა, მარამ სახელმწიფო გადარჩა. მეორე სცენარით რომ წასულიყვნენ, თავადაც დაზარალდებოდნენ და ქვეყანაც: როდესაც შენ გაგიფორმებენ, რომ პოლიტიკური პატიმრები გყვს და დასავლურ სისტემაში ვერ ჯდები, ბუნებრივია, ყველა ჩვენგანი დაზარალდებოდა – დახმარება არ იქნებოდა და ბევრი სხვა რამ. ამდენად, ეს კარგი, მაგრამ იძულებითი გადაწყვეტილებაა“.
მისი თქმით, დღეს მოგებული ქართული სახელმწიფო დარჩა და ეს საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს შეიწყალა.


