სომხეთში გასულ დღე–ღამეში COVID–19–ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

18-05-2020 11:44:59 კავკასია

სომხეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი აღინიშნა. კერძოდ, ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი სხვა დაავადებით გარდაიცვალა. მსგავსი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 25-მდე გაიზარდა.

სომხური მედია წერს, რომ უშუალოდ „კოვიდ-19“-ს ქვეყანაში 61 ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის: სომხეთი ახალი ტიპის კორონავირუსის 4 472 შემთხვევაა დაფიქსირებული.

იხილეთ ასევე: საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 7000–ს მიუახლოვდა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები