Accentnews.ge
თბილისის მერია ხუნწარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია ხუნწარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18/05/2020 12:15:02 პოლიტიკა

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა,- იუწყება თბილისის მერია.

მისივე ცნობით, გათავისუფლების ბრძანებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა.

„თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში“,– ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ცნობისთვის: ხუნწარიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღის პირველ ნახევარში გავრცელდა. მაშინ „აქცენტს“ ინფორმაცია მერიაში არ დაუდასტურეს.

ხუნწარია აღნიშნულ თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა. იგი მერის მოადგილის რანგში კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებებს კურირებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S