კრამონი: „განხილვის მთავარი საკითხი იქნება, როგორ უნდა გავუმკლავდეთ საქართველოს ხელისუფლებას“
18/05/2020 13:10:24 პოლიტიკა
ევროპარლამენტარის მწვანეების ჯგუფიდან ვიოლა ვონ კრამონის განცხადებით, ევროპარლამენტში იმედი აქვთ, საქართველოს მთავრობა ხვდება, რა დევს სასწორზე. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
ვონ კრამონის თქმით, მოსმენაზე, რომელიც 19 მაისს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს შესახებ უნდა გაიმართოს, მსჯელობა შეეხება საკითხს, „როგორ უნდა გაუმკლავდნენ საქართველოს მთავრობას, თუ ის დანაპირებს არ შეასრულებს“.
„ვიმედოვმებ, თქვენი [საქართველოს] ხელისუფლება ხვდება, ახლა რა საკითხებია ზღურბლზე და აქვე მეიმედება, რომ სურვილი აქვთ, თანმიმდევრულად მიყვნენ ევროინტეგრაციის გზას. ამ მოლოდინების გათავალისწინებით მგონია, რომ ამ წუთას სანქციებზე ლაპარაკი აუცილებელი არაა. სხვათა შორის, ხვალ გაიმართება მოსმენა და დისკუსია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში. საუბარია ანგარიშზე, რომლის ავტორიც ჩემი კოლეგაა. განხილვის მთავარი საკითხი იქნება ის, თუ როგორ უნდა მივუდგეთ და გავუმკლავდეთ საქართველოს ხელისუფლებას, თუ ისინი არ მისდევენ თავიანთ დანაპირებს და არ შეასრულებენ გაცემულ პირობებს“,– განაცხადა ევროპარლამენტარმა.


