Accentnews.ge
„უაზრო ბრალდებით 5 წელი რომ მომისაჯეს, ამას გარკვეულწილად ხელი თავადაც შევუწყვე“

„უაზრო ბრალდებით 5 წელი რომ მომისაჯეს, ამას გარკვეულწილად ხელი თავადაც შევუწყვე“

18/05/2020 14:16:36 პოლიტიკა

„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი მმართველ გუნდს მოუწოდებს, არ „გაებას იგივე ხაფანგში“, როგორც ეს მისი საქმის შემთხვევაში მოხდა.

„ის, რომ მე აბსოლუტურად გაუგონარი და უაზრო ბრალდებით 5 წელი მომისაჯეს, ამას გარკვეულწილად ხელი თავადაც შევუწყვე: მე შემეძლო, ხელი შემეშალა იმ მხრივ, რომ პროცესი დროში გამეწელა, მათ არ მისცემოდათ საშუალება, 9 თვის ვადაში დაესრულებინათ ჩემი საქმე და იძულებულები გახდებოდნენ, აღკვეთის ღონისძიება შეეცვალათ და გირაოს საფუძველზე გამოვეშვი. მაგრამ მე ეს არ ვისურვ, რადგან, პირდაპირ ვიტყვი, ხელისუფლების დაზიანების სურვილი მამოძრავებდა. ხელისუფლება ამით „მახეში აღმოჩნდა“. მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, იგივე ხაფანგში არ აღმოვჩნდებოდი და იგივე შეცდომას არ დავუშვებდი. სჯობს, ის [გიორგი რურუა] დღეს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლონ სამართლებრივი არგუმენტებით თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე“,– განაცხადა ოქრუაშვულმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: გიორგი რურუას სასამართლომ დღეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა და პატიმრობაში დატოვა. ოპოზიციის განცხადებით, თუ რურუა საპატიმროს არ დატოვებს, 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება და თავად საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა და გიგი უგულავამ საპატიმრო შეწყალების საფუძველზე 15 მაისს დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S