ოქრუაშვილი ივანიშვილს მასზე თავდასხმაში ადანაშაულებს
18/05/2020 17:36:25 პოლიტიკა
„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი პარტია „ქართული ოცნების“ ავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მასზე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს. საუბარია 2016 წელს მომხდარ ინციდენტზე. ოქრუაშვილი ამბობს, თავსახმის უკან „ქართული ოცნების“ აქტივისტები იდგნენ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოქმედებდნენ.
„2016 წელს წინასაარჩევნოდ უბან-უბან და ქუჩა-ქუჩა დავდიოდი, ხალხს ვეუბნებოდი: „ხმა მომეცით მე მაჟორიტარად და პარტიულ ბიულეტენში თუნდაც „ქართული ოცნება“ შემოხაზეთ“. მაშინ ჯერ ასეთი კატასტროფული ნაბიჯები არ ჰქონდათ გადადგმული და ამ რიტორიკაში მე ვერავინ დამადანაშაულებს. ამის სანაცვლოდ კი მე ვიღებ ორ ტყვიას, რომლებიც ამცდა და მეგობრები კობა კოშაძე და ბიძინა თომაშვილი დაიჭრნენ. ამ ყველაფრის უკან იდგნენ „ოცნების“ აქტივისტები და აღარ განავითარეს შემდეგი ხაზი, ვინ უბიძგა ამ ადამიანებს ამისკენ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა. „რუსთავი 2“-თან რაც არ დავუთმე. ალბათ, ეს იყო მისთვის განსაკუთრებული მოტივი ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.


