Accentnews.ge
ოქრუაშვილი: „პოლიტიკაში მერაბიშვილის ადგილს ვერ ვხედავ"

ოქრუაშვილი: „პოლიტიკაში მერაბიშვილის ადგილს ვერ ვხედავ"

18/05/2020 18:10:57 პოლიტიკა

"გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ხედავს. შესაბამისად, თავად წინააღმდეგი იქნბა ყოფილი პრემიერის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის.

„მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვხედავ. მან შეიძლება მოიგოს ერთი მაჟორიტარული ოლქი და ამით დამთავრდება მისი პოლიტიკური მწვერვალზე ასვლა. მისი მაჟორიტარობის წინააღმდეგი ვიქნებოდი ერთმნიშვნელოვნად, თუ ეს ეხება საერთო ოპოზიციური ფორმატით მის დასახელებას", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა "ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის: მერაბიშვილი პოლიტიკურად გააქტიურებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S