Accentnews.ge
ზურაბიშვილი – ანა ფოტიგას: "მე „პოლიტიკური პატიმრები“ არ შემიწყალებია"

ზურაბიშვილი – ანა ფოტიგას: "მე „პოლიტიკური პატიმრები“ არ შემიწყალებია"

18/05/2020 18:42:21 პოლიტიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას „ტვიტს“ აზიარებს და წერს, რომ მას პოლიტიკური პატიმრები არ შეუწყალბია.

„უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მე არ შემიწყალებია „პოლიტპატიმრები“. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. მადლობელი ვიქნები, რომ ეს გარემოება მხედველობაში იქნას მიღებული საქართველოში ვითარების კომენტირებისას“ , - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომელიც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ეხებოდა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიესალმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

"მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება", - დაწერა ფოტიგამ

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S