დევიდ მაკალისტერი: "კიდევ ერთი პოლიტპატიმარი პატიმრობაში რჩება“
19/05/2020 09:16:32 პოლიტიკა
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარე დევიდ მაკალისტერი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერების გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვან ასპექტს უწოდებს.ამასთან, მაკალისტერი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გიორგი რურუას გათავისუფლება:
„მივესალმები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას 15 მაისს, რაც მნიშვნელოვანი ასპექტია 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციის. მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას, პოლიპატიმრის, რომელიც მე თავად მოვინახულე თბილისში ყოფნისას ციხეში, მაგრამ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა რჩება აქამდე პატიმრობაში“,-განაცხადა დევიდ მაკკალისტერმა.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყლა. რაც შეეხება რურუას, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.


