Accentnews.ge
ოქრიაშვილი – რურუას საქმეზე: „პროკურატურამ და მოსამართლემ გადაწყვეტილებას უნდა გადახედონ“

ოქრიაშვილი – რურუას საქმეზე: „პროკურატურამ და მოსამართლემ გადაწყვეტილებას უნდა გადახედონ“

19/05/2020 11:09:28 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი თანაგუნდელებისგან განსხვავებით აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ოპოზიციური ლიდერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა და მას ამის ვალდებულება ჰქონდა. ამდენად, ოქრიაშვილი ამბობს, რომ მისთვის 15 მაისის გადაწყვეტილება „გასაკვირი არ იყო“.

რაც შეეხება კიდევ ერთ სადაო საკითხს – „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას საქმეს, ოქრიაშვილი ფიქრობს, რომ სამოქალაქო თანხმობისთვის მნიშვნელოვანია, 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება სრულად შესრულდეს მიუხედავად იმისა, რომ თავად საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს:

„ვფიქრობ, პროკურატურამ და მოსამართლემ გადაწყვეტილებას უნდა გადახედონ. არ ვამბობ, რომ რურუას მიმართ სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყდეს, მაგრამ მარტივად შეიძლება, აღკვთის ღონისძიება შეუცვალონ, „ბრასლეტი დაკიდონ“ და ციხიდან გამოუშვან, ოპოზიციის მოთხოვნაც შესრულებული იქნება, გაგრძელდეს ძიება და სიმართლე გაირკვევა – ეს მარტივი გზაა. არ ვთვლი, რომ ამის გამო საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩავარდეს. მე ამ ცვლილებებს მხარს არ ვუჭერ, მაგრამ მხარს ვუჭერ სამოქალაქო თანხმობას. ამდენად, საკონსტიტუციო ცვლილებებს ფასი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მას როგორც ოპოზიცია, ისე უმრავლესობა დაუჭერს მხარს“.

ცნობისთვის: პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მოწოდება საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სრულად დაცვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არც პოლიტპატიმრები არიან და არც უდანაშაულონი, მაგრამ მათი შეწყალება გადაწყვიტა, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საფრთხე არ შეექმნას სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის სტაბილურობას.

რაც შეეხება რურუას, 18 მაისს დაცვის მხარემ წინასწარი პატიმრობის გირაოთი სეცვლის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა შუამდგომლობას არც პროკურორი დაეთანხმა და არც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S