Accentnews.ge
თბილისი არკვევს, როგორ აპირებს კორეული NGO სოხუმის ჰუმანიტარულ დახმარებას

თბილისი არკვევს, როგორ აპირებს კორეული NGO სოხუმის ჰუმანიტარულ დახმარებას

19/05/2020 11:35:14 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა

გამოცემა “The Korea Herald”-მა გამოაქვეყნა სტატია სმახრეთ კორეის მიერ ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თაობაზე. მასში არასამთავრობო ორგანიზაცია “Global Honors Network”-ის განზრახვაზეა საუბარი, ოკუპირებულ აფხაზეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს.

იგულისხმება, კერძოდ, დახმარება COVID-19-ის გამოსავლენი ტესტებით.

სტატიაში აფხაზეთი მოხსენიებულია “ქვეყნად, რომელიც საქართველოს გამოეყო” და მოყვანილია მისი “დამოუკიდებლობის” ამღიარებელი სახელმწიფოების სიაც.

როგორც «Эхо Кавказа»-ს სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა განუცხადა, ამჟამად ქართული დიპლომატიური უწყება არკვევს, როგორ აპირებს სამხრეთ კორეა ამ დახმარების გაწევას და ამ მიზნით, მათ შორის, ხსენებულ გამოცემასაც მიმართა.

მისივე თქმით, სტატიაში შეტანილ იქნა რამდენიმე კორექტივი, მაგალითად, აფხაზეთი სათაურში მოხსენიებული აღარ არის.

ელჩი დაუკავშირდა სამხრეთ კორეის საგარეო უწყებასაც.

«კორეის რესპუბლიკა უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენბიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, კორეის მთავრობა არანაირ მონაწილეობას არ იღებს ამ დახმარებაში, როგორც სტატიაში იყო ნათქვამი. საელჩოს ჩარევის შემდეგ გამომცემლობამ სტატიის ტექსტში ცვლილებები შეიტანა – აფხაზეთი ახლადჩამოყალიბებულ სახელმწიფოდ აღარ მოიხსენიება. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, იგი კორეაშია დაფუძნებული, აქვს კავშირები რუსეთსა და აშშ-ში. ამჟამად ორგანიზაციასთან დაკავშირებას ვცდილობთ დეტალების გასარკვევად», - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, სამხრეთ კორეიდან ნებისმიერი დახმარების გასაწევად მთავრობის თანხმობაა საჭირო, ამ საკითხზე მიმართვა კი არ ყოფილა.

ელჩი არ გამორიცხავს, რომ დახმარების გაწევა მესამე ქვეყნის დახმარებით იყოს დაგეგმილი.

• ცნობისთვის: ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S