Accentnews.ge
"ვერანაირი კომპანიები, რომლებთანაც დავა არბიტრაჟში მოვიგეთ, ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ"

"ვერანაირი კომპანიები, რომლებთანაც დავა არბიტრაჟში მოვიგეთ, ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ"

19/05/2020 11:45:47 პოლიტიკა

ვერანაირი საერთაშორისო ან ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარნიორებისგან დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებთანაც არბიტრაჟში დავა უკვე მოვიგეთ, ვერც ერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების წერილს, რომელშიც ავტორები საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

პრემიერის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში უკიდურესად გააღრმავა ევროატლანტიკური მიმართულებით კოოპერირება.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ნატოს ურთიეთობა დღეს არის ისეთ დონეზე, როგორიც არ ყოფილა არასდროს.

„ერთადერთი ამ წერილიდან ფაქტი რაც არის, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტული საარბიტრაჟო პროცესის შედეგად, კონკრეტულ არბიტრაჟში დამარცხდა. საბოლოოდ ეს არის ამ ყველაფრის უკან. ვერანაირი საერთაშორისო ან ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარნიორებისგან დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებთანაც არბიტრაჟში დავა უკვე მოვიგეთ, ვერც ერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ, ვერც ამ ამ შიდა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა და ოპოზიციამ ამის გამოყენება რანაირადაც არ უნდა სცადონ და გეტყვით რატომაც. იმიტომ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში უკიდურესად გააღრმავა ევროატლანტიკური მიმართულებით კოოპერირება. ჩვენი ნატოსთან თანამშრომლობა დღეს არის ისეთ დონეზე, რომელიც არ ყოფილა არასდროს. ჩვენ დღეს ავღანეთში ვართ წარმოდგენილი ისე, როგორც არ არის წარმოდგენილი დასავლეთ ევროპული და დასავლეთის არც ერთი ქვეყანა ჩვენი ზომის. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობა სისტემურად ამ ფუნდამენტზე ყალიბდება და არა ამ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ლობისტების წერილებზე. რა ირანულ ნავთობზეა საუბარი წარმოდგენა არ მაქვს, ვერანაირი გამოძიება ამ თემაზე ვერ დაიწყება. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩვენს პარტნიორებთან ერთდ 2013 წლიდან ირანისთვის სანქციების დაწესების პირობებში, გადადგა ქვეყნის ეკონომიკისთვის უკიდურესსად მძიმე ნაბიჯები სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თხოვნით და ინტერესების გათვალისწინებით და მაშინ უნდა დაინტერესდეთ თქვენ და უნდა დათვალოთ რამდენი ანგარიში იყო გაუქმებული, რა ნაბიჯები გადადგა იუსტიციის სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა, მთავრობამ და ა.შ და ამ ჭორებს თავი დაანებოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები, ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მულინი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართავენ და საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ასევე მწუხარებას გამოთქვამენ „საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირების გამო“, რაც მათი თქმით, აშშ-ის „გეოპოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე ხდება“. ამ კონტექტში ამერიკელი პოლიტიკოსები „ფრონტერას“ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ კომპანიას, რომელმაც ქვეყანაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საქართველოდან გაძევება ემუქრება. ამასთან, წერილში საუბარი ეხება „კონტი ჯგუფსაც“, „რომელიც ანაკლიის პორტის კონსორციუმიდან გააძევეს".

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ ლეგიტიმური ბიზნესების გაძევებასთან ერთად კანონსაწინააღმდეგო ვაჭრობას აქვს ადგილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S