Accentnews.ge
შეხვდებოდა თუ არა ზურაბიშვილი პუტინს – საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი

შეხვდებოდა თუ არა ზურაბიშვილი პუტინს – საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი

19/05/2020 19:21:56 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სადღეისოდ ვერ ხედავს "საიმისო სიტუაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დიალოგის ფორმატში შეხვდეს".

"ბევრი წელი გავიდა, დღევანდელი პუტინი აღარ არის იმ დროინდელი პუტინი, ყველაფერი შეიცვალა მსოფლიოში და კიდევ შეიცვლება ამ კოვიდის შემდეგ, ჩვენ შევდივართ სულ სხვა მსოფლიოში. ვერავინ ვერ იტყვის როგორი იქნება ხვალ რუსეთი, რომელიც განიცდის ძალიან დიდ კრიზისს, ერთის მხრივ, კოვიდის და მეორეს მხრივ ნავთობის, როგორ გაუმკლავდება ამას ყველასთვის უცნობია. თავისი ტრადიციული რეაგირებით, რომელიც უფრო აგრესიული ხდება თუ შეცვლილი დახვდება ამ გამოწვევას, არავინ არ იცის. შეხვედრა შეხვედრისთვის, დიალოგი დიალოგისთვის არ ვიცი - უნდა არსებობდეს გარემო, რომელიც ამის საშუალებას გაძლევს და იქ გააკეთო საქმე. თუ ეს არ არსებობს, ყველაფერი იგივენაირად დარჩება. შეიძლება ზოგჯერ წახვიდე გამბედავ ნაბიჯზე, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყო, რომ გიღირს და გიღირს და ქვეყნისთვის შეიძლება იყოს რამეს მომტანი. თუ სიტუაციას დავინახავ, მეც წავალ, მაგრამ სიტუაცია უნდა არსებობდეს და დღეს არ არსებობს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S