Accentnews.ge
კალაძეს ახალი მოადგილე ჰყავს

კალაძეს ახალი მოადგილე ჰყავს

20/05/2020 07:22:51 პოლიტიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მის უკვე ყოფილ მოადგილეს სოფიო ხუნწარიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნულ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა წარადგინა. კალაძის თქმით, მისი ახალი მოადგილე ანდრია ბასილაია იქნება.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მოადგილის კანდიდატურა, ანდრია ბასილაია, რომელიც 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. ანდრია სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე იყო დღემდე და იყო წარმატებული. ის წარმატებული ახალგაზრდაა, არის პროფესიონალი. ანდრია პროფესიით არის ეკონომისტ-პოლიტოლოგი, დამთავრებულია ქვს ნიუ-იორკის წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი. მინდა, წარმატებები ვუსურვო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით კიდევ ბევრ მნიშვნელოვან და საკეთილდღეო პროექტს განვახორციელებთ ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S