
„ინვესტორები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ კონტრაქტები შესრულდება და დავები სამართლიანად გადაიჭრება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ინვესტიციას საქართველოში არ ჩადებენ“
20/05/2020 10:50:53 საგარეო პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, დამოუკიდებელი და პროფესიული სასამართლო სისტემის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, არამედ ეკონომიკური ზდისთვისაც.
"ძალზედ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და პროფესიული სასამართლო სისტემის განვითარება. საქართველოში არის ძალიან ბევრი თავისი პროფესიის ერთგული იურისტი, სამართლის სპეციალისტი, მოსამართლე, პროკურორი და მათი სურვილია, რომ აწარმოონ თავისი იურიდიული საქმიანობა პოლიტიკური ჩარევის გარეშე აშშ მხარს უჭერდა და მხარს დაუჭერს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა დამოუკიდებელი, გამჭვირვალე ეფექტური სასამართლო სისტემის შექმნისკენ და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. შემდგომი პროგრესიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ისევე, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაზრდისთვის. რადგანაც ინვესტორები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათი კონტრაქტები შესრულდება, ექნებათ შესაძლებლობა, რომ დავები გადაიჭრას სამართლიანად და დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ინვესტიციების განსახორციელებლად სხვა ადგილს აირჩევენ", – განაცხადა ელჩმა.