
ელჩი – ამერიკელ კანონმდებლებზე: „განცხადებები ემსახურება იმას, რომ საქართველომ მიაღწიოს უფრო მეტ წარმტებას, მათი კომენტარები ამ სულისკვეთებით უნდა მივიღოთ“
20/05/2020 11:00:22 საგარეო პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკელი კანონმდებლების განცხადებები ემსახურება იმას, რომ საქართველომ უფრო მეტ წარმტებას მიაღწიოს.
„მოგეხსენებათ სენატორები და კონგრესმენები წარმოადგენენ საკანონმდებლო შტოს. აშშ–ში საკანონმდებლო შტო დამოუკიდებელია აღმასრულებელი შტოსგან, რომელსაც მე წარმოვადგენ. შესაბამისად, თავს შევიკავებდი ამ თემაზე კომენტარისგან, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი კომენტარი, რომელიც მათგან მოდის ემსახურება იმას, რომ საქართველომ მიაღწიოს უფრო მეტ წარმტებას. განახორციელოს თავისი ოცნებები, რაც მას აქვს, ეს იქნება ძლიერი დემოკრატიული საზოგადოება შექმნა თუ სხვა. ნებისმიერი კომენტარი ალბათ, ამ სულისკვეთებით უნდა მივიღოთ“, – განაცხადა დეგნანმა.