
„აშშ–საქართველოს თანამშრომლობა საერთშორისო უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ ღრმაა“
20/05/2020 12:00:15 საგარეო პოლიტიკა
"აშშ–საქართველოს თანამშრომლობა საერთშორისო უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ ღრმაა“, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა კითხვას ამერიკელი კანონმდებლების წერილის თაობაზე, რომელშიც საუბარია „საქართველოს კავშირებზე ირანსა და რუსეთთან“.
„მოგეხსენებათ სენატორები და კონგრესმენები წარმოადგენენ საკანონმდებლო შტოს. აშშ–ში საკანონმდებლო შტო დამოუკიდებელია აღმასრულებელი შტოსგან, რომელსაც მე წარმოვადგენ. თუმცა აღვნიშნავ, რომ ჩვენ საქართველოსთან გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, კარგი კომიუნიკაცია სხვადასხვა საკითხებზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში და შესაბამისად, როდესაც რაღაც გარკვეული საკითხი წამოიჭრება ხოლმე, გვაქვს ურთიერთობისა და კომუნიკაციის ძალიან ღია ფორმატი და საკითხებს ასეთ ფორმატში ვწყვეტთ. ჩვენი თანამშრომლობა საერთშორისო უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ ღრმაა", – განაცხადა ელჩმა.