უგულავას ინფორმაციით, მერაბიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდება
20/05/2020 17:10:42 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის გიგი უგულავას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება.
„საბოლოო ჯამში, პარტიულად ის [ვანო მერაბიშვილი] „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის საქმეა“, - განაცხადა უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ცნობისთვის: როგორც თავად ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, აქტიურ პლიტიკაში ჩართვას გეგმავს და პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია აქვს.
.


