ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა
20/05/2020 18:54:27 პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭომ მეზობლობისა და გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, 10 ქვეყნისთვის საგანგებო მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
20 მაისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საკრედიტო პაკეტის მოცულობა სამ მილიარდ ევროს შეადგენს. დახმარება უკავშირდება კოვიდ-19-ით გამოწვეულ პანდემიას.
აღნიშნული კრედიტიდან ყველაზე დიდი მოცულობის თანხას - 1.2 მილიარდ ევროს უკრაინა მიღებს, მეორე ადგილზე ტუნისია - 600 მილიონით. დახმარება გამოეყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ორ ქვეყანას - საქართველოს, რომელიც 150 მილიონ ევროს მიღებს და მოლდოვას - 100 მილიონი ევრო. ამ პაკეტიდან თანხას მიღებენ დასავლეთ ბალკანების ქვეყნები სერბეთის გარდა.


