კინზინგერი: „მთავარი თემა მოახლოებული არჩევნებია“
20/05/2020 19:16:09 პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის სახელით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული, რჩება გამოწვევებიც, თუმცა ახლა მთავარი თემა არჩევნებია.
„საქართველოში გარკვეული გამოწვევები არსებობს, თუმცა ეს გამოწვევები ყველგანაა – იქნება ეს კორონავირუსთან დაკავშირებით, პოლიტიკასთან, თუ სხვა რამ. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველოში, ქართველი ხალხის სახელით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. ვიცი, კვლავ არის გარკევული საკითხები მოსაგვარებელი, თუმცა მთავარი თემა მოახლოებული არჩევნებია. ვიმედოვნებ, რომ მანდ ვიქნები ოქტომბერში, როგორც დამკვირვებელი. ეს დამოკიდებულია მიმოსვლაზე, კონგრესის სამუშაო გრაფიკზე. კიდევ ერთხელ, შექებას იმსახურებს განსაკუთრებით, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობა, ოპოზიცია, რომლებსაც ძალიან რთულ დროში მოუწიათ გავლა და ეცადნენ, გამოსავლის მოძებნას. შესაძლოა, ეს გამოსავალი ყველას არ მოეწონოს, თუმცა დემოკრატია სწორედ ეს არის“, - განაცხადა კინზინგერმა ონლაინ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება კორონავირუსთან გამკლავების საკითხს, კინზინგერის თქმით, აშშ საქართველოს გვერდით დგას. მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი განიხილავს, თუ როგორ იმოქმედოს გლობალურ დონეზე დახმარების კუთხით.


