ზელენსკიმ თანამდებობაზე კიდევ ერთი ქართველი დანიშნა
21/05/2020 05:36:55 პოლიტიკა
უკრაინის საინვესტიციო ფონდს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საინვესტიციო ფონდი სექტემბრის ბოლოს გაიხსნება.
„ჩვენ ხელმძღვანელად ავიყვანეთ ბატონი ვარშალომიძე, რომელიც ბათუმს აშენებდა“,– განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ინვესტიციებზე მხოლოდ ხსენებული ფონდი იმუშავებს.
ცნობისთვის: ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2004-2012 წლებში იყო.
2020 წლის 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილი დანიშნა.


