Accentnews.ge
კობახიძემ ოპოზიციას „გოიმური“ უწოდა

კობახიძემ ოპოზიციას „გოიმური“ უწოდა

21/05/2020 05:46:50 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ სპექტრს „გოიმური“ უწოდა.

ოპოზიციური პარტიები კობახიძემ „პოსტივის“ ეთერში შეაფასა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოპოზიციას არანაირი წარმატების რესურსი არ აქვს.

„თუ გადაავლებთ თვალს, ელემენტარულად, ვიზუალურად თუ გადახედავთ, იმ სურათს, რომელიც არის ჩამოყალიბებული „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, უკვე ყველაფერი ნათელი ხდება: ასეთი სპექტრი ბუნებრივია, განწირულია წარუმატებლობისთვის. ასეთი, მე ვიტყოდი (უხეში ტერმინი არ მინდა გამოვიყენო, მაგრამ) მარგინალური და გოიმური (კიდევ უფრო გავამძაფრებდი), ოპოზიციური სპექტრი მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში. ბევრი წლები გამოვიარეთ ამ 30 წლის მანძილზე, მაგრამ ასეთი მძიმე სურათი მე არ მახსენდება. ასეთი მწირი სპექტრი ინტელექტუალური თვალსაზრისით და ეკლექტური. ყველანაირი პოლიტიკური პარტია არის წარმოდგენილი, ვიღაც თავს დებს პროდასავლურობაზე, ვიღაც პუტინისტობაზე, ვიღაც თავს დებს „პრადვინუტობაზე“, ვიღაც გოიმურობაზე. ყველანაირი პოლიტიკოსი არის წარმოდგენილი ამ პატარა სპექტრში. ყველას აქვს რაღაც გაფუჭებული თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე და არცთუ ცოტა“, - ამბოობს კობახიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S