გიორგი გახარია პარლამენტში 27 მაისს მივა
21/05/2020 07:29:01 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში 27 მაისს მივა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
"მომდევნო სასესიო კვირაში, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია წარსდგება პარლამენტის წინაშე Covid-ინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით“, – ამბობს თალაკვაძე.
ცნობისთვის: ოპოზიცია გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას რამდენიმე კვირაა, ითხოვს. კითხვები ეხება გატარებულ ღონისძიებებს პანდემიის ფორზე, გაწეულ ხარჯებს, სავარაუდო კორუფციას და მოქმედი შეზღუდვებს.


