ჯაფარიძემ საპატრიარქოსთან აქცია გამართა: "ღმერთის არ გწამთ?"
21/05/2020 12:23:18 პოლიტიკა
გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ საქართველოს საპატრიარქოსთან ერთკაციანი აქცია გამართა. მან ამ ფორმით გააპროტესტა ტყის კოდექსში ცვლილებების მიღების პროცესი, რომლითაც საპატრიარქოს ეკლესიებთან მდებარე 20 ჰექტარი მიწის საკუთრებაში მიღება შეეძლება.
საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსის განხილვა უკვე დაიწყო.
ამასთან, მოქალაქეებმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ პეტიცია შექმნეს. მოქალაქეები მოუწოდებენ პარლამენტს, კანონპროექტს ეკლესიისთვის ტყის გადაცემის შესახებ მხარი არ დაუჭიროს.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტმა არ დაუჭიროს მხარი ცვლილებების შეტანას ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.
ეს არღვევს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას და ქმნის სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას,“ – ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ხელს ამ დროისთვის [15:13 საათი] 2300 ადამიანზე მეტი ხელს აწერს.
იხილეთ ასევე: პარლამენტი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემას განიხილავს
სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება და ფინანსები – ანგარიში


