Accentnews.ge
კარლ ჰარცელი: „დავამტკიცეთ, რომ საქართველოს ნამდვილი მეგობრები ვართ“

კარლ ჰარცელი: „დავამტკიცეთ, რომ საქართველოს ნამდვილი მეგობრები ვართ“

21/05/2020 14:26:14 პოლიტიკა

ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში იცნობა და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნამდვილი მეგობრები ვართ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.

ამ კონტექსტში ელჩმა ყურადღება საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე გაამახვილა: უახლოესი ორი თვის განმავლობაში ევროკავშირმა საქართველოსთვის გრანტების სახით დაახლოებით 250 მილიონი ევრო გამოიყო; ამასთან, ევროკავშირის საბჭომ მაკრო ფინანსური მხარდაჭერისთვის 150 მილიონი დაამტკიცა.

„თუ უხეში ციფრებით ვისაუბრებთ, ევროკავშირი საქართელოსთვის დაახლოებით, 1,5 მილიარდ ლარს გამოყოფს. არ მსურს, შედარებები გავაკეთო, რადგან ევროკავშირი გლობალური მოთამაშეა, რომელსაც არ სურს ქვეყნებს შორის შედარებები აკეთოს, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს საქართველოს მთავრობის დიდი მიღწევაა“,-აღნიშნა ჰარცელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S