
სოფელ მერეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ
21/05/2020 18:04:14 კონფლიქტები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან დღეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. თუმცა მათ ტერიტორია ცოტა ხანში დატოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
სუს-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.