Accentnews.ge
"ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია, იგი NATO-ში მივიღოთ"

"ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია, იგი NATO-ში მივიღოთ"

22/05/2020 06:38:30 საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„რუსეთი ბევრად უფრო სუსტი ქვეყნაა, ვიდრე ამერიკა. რუსები გააგრძელებენ პრობლემების შექმნას. როგორც ევროპელ ლიდერებს ვუთხარი გუშინ ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, დროა, ორმაგად უფრო ჩართული ვიყოთ საქართველოში, რომ რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო NATO-ში მივიღოთ. ჩვენ ისეთმა სუსტმა ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ჰქვია, არ უნდა შეგვაშინოს“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმა“-სთან ინტერვიუში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S