ავტომანქანაში სამ პირზე მეტის ყოფნის აკრძალვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება
22/05/2020 07:01:56 პოლიტიკა
ავტომობილში მხოლოდ სამი პირის ყოფნის მოთხოვნა ტაქსებზე გავრცელდება,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ქვეყანა მზადაა, გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ გაუქმდება „კომენდანტის საათი“ და ამას მოჰყვება სხვა შეზღუდვების გაუქმება. მაგალითად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთ ავტომობილში სამი ადამიანი ყოფნის მოთხოვნა გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე, სხვა ავტომობილებზე კი ეს არ გავრცელდეს“,– განაცხადა გახარიამ.
გახარიამ პოლიტიკური მასკარადი უწოდა პოლიტიკური ოპოზიციის კრიტიკას რიგი შეზღუდვების საგანგებო მდგომარეობის გარეშე შენარჩუნებისა და საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ და აღნიშნა, რომ პანდემია არ დასრულებულა, ამიტომ შეზღუდვების შენარჩუნება მნიშვნელოვანია და შენარჩუნდება.
გახარიას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვების შენარჩუნებას გეგმავს მთავრობა 23 მაისიდან, თუმცა აღნინა, რომ ახლა მთავარი ამოცანა ეკონომიკის უკიდურესად ფრთხილად გახსნაა, რათა მოქალაქეებს შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ.


