„ის, რაც ხდება სომხეთში, რუსეთში, თან ჩვენს სასაზღვრო ზოლთან, უდიდესი რისკია“
22/05/2020 07:38:46 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს სამეზობლოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება რისკის შემცველია, თუმცა ეს ქვეყანას არ აძლევს უმოქმედობის შესაძლებლობას. ამის შესახებ გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„შეზღუდვები აუცილებელი პირობაა იმის, რომ ეკონომიკა ნელ–ნელა ავამოქმედოთ. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეპიდემია ფაქტობრივად, ახლა შედის პიკში. ის, რაც ხდება სომხეთში, რუსეთში, თან სულ ჩვენს სასაზღვრო ზოლთან ახლოს, უდიდესი რისკია, თუმცა ჩვენ ეს იმის საშუალბას არ გვაძლევს, რომ ჩავიკეტოთ, არ გავინძრეთ და საერთოდ არაფერი არ გავაკეთოთ: ჩვენი ეკონომიკა ნელ–ნელა უნდა ავამუშაოთ; ნელ–ნელა, ძალიან ფრთხილად ტურიზმი უნდა ავამუშაოთ, რადგან პოზიციები არ დავკარგოთ. კრიზისი შეგვიძლია, შესაძლებლობად გამოვიყენოთ და ამის ძირითადი გასაღები იმაშია, რომ კრიზისს ჩვენ სხვებთან შედარებით უკეთესად გავუმკლავდით. უკეთესად გავუმკლავდით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დროულად გადავდგით ეფექტური ნაბიჯები“,– განაცხადა გახარიამ.


