Accentnews.ge
გახარია: „საერთოდ, ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია“

გახარია: „საერთოდ, ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია“

22/05/2020 07:48:08 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიტიკური ოპოზიციის კრიტიკას კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე, რომელიც მთავრობას შეზღუდვების შენარჩუნების შესაძლებლობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე აძლევბს, „პოლიტიკური მასკარადი“ უწოდა.

გახარიამ მეზობელი ქვეყნების მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის ეტაპობრივად გასახსნელად, პოლიტიკური და საკონსტიტუციო პროცესის წანსამართად შეზღუდვების შენარჩუნება აუცილებელია.

„რეალურად ახლა რაც ხდება მუშევანში, როდესაც მოსახლეობას ასე პირდაპირ მივდივართ და ვტესტავთ და დაახლოებით 30% ამოვარდა ინფიცირებულების, იგივე ხდება ჩვენს მეზობელ სომხეთში, დიდი მუშევანიაო ბატონმა პაატამ თქვა გუშინ. ასეთი რაღაცები როცა ხდება რეგიონში და ჩვენ ასე თუ ისე ნორმალურად ვოპერირებთ, საერთოდ, ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი და ნორმალურ ქვეყანაში ყველა დადგებოდა ერთად და უნდა ვაკეთებდეთ ერთ საქმეს. სამწუხაროა, მაგრამ ამასაც უნდა გავუძლოთ,“- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით უკვე მიიღო, პოლიტიკური ოპოზიციის გარდა არასამთავრობო სექტორიც აკრიტიკებს, შენიშვნები აქვს სახალხო დამცველს.

როგორც დაანონსდა, პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S