გახარიამ გამყრელიძეს და ტიკარაძეს მედიასთან სიმკაცრისკენ მოუწოდა
22/05/2020 08:24:28 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და სხვა მინისტრებს მედიასთან კომუნიკაციაზე მითითებები მისცა.
"ბატონო ამირან [გამყრელიძე], მინდა, გთხოვოთ, იყოთ უაღრესად მკაცრი დღეს მედიასთან, ისევე, როგორც ქალბატონო ეკა [ტიკარაძე]. პირველი, უნდა აუხსნათ, რა ხდება რეგიონში, მეორე - უნდა აუხსნათ, რა იყო წარმატების მიზეზი, მესამე - უნდა აუხსნათ, ეს ინსტრუმენტები თუ არ დაგვრჩა ჩვენ ხელში, ნუ რთული იქნება; მეოთხე - ავუხსნით, რომ მესამე ფრონტი [ოპოზიცია] დაგვემატა", - თქვა გახარიამ.
ცნობისთვის: პარლამენტი განიხილავს ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მთავრობის უფლებამოსილებას ზრდის. კერძოდ, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეეძლება რიგი შეზღუდვების შენარჩუნება.


