პრეზიდენტი – ჟურნალისტებს: „ეკლესიიდან გამოსული კომენტარს რომ არ ვაკეთებ დღემდე თუ არ იცით...“
22/05/2020 08:34:17 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიონის ტაძარი უკომენტაროდ დატოვა, სადაც ის წირვა–ლოცვას ესწრებოდა, რომელსაც პატრიარქი ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღავლენდა.
ჟურნალისტებს პრეზიდენტთან კითხვები ჰქონდათ მის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტზე, დაგეგმილ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებებზე, თუმცა ქვეყნის მთავარსარდალი მხოლოდ შემდეგი სახის კომენტარით შემოიფარგლა:
„ეკლესიიდან გამოსული კომენტარს რომ არ ვაკეთებ დღემდე თუ არ იცით...“.
ცნობისთვის: საზღვარგარეთ ყოფნისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შიდაპოლიტიკაზე კომენტარს უცხოეთში ვიზიტისას არ გააკეთებდა.


