მიტროპოლიტი გერასიმე ტყის გადაცემაზე: "ყველას ეცოდინება, რომ არ მოიჭრება"

22-05-2020 13:01:19 საზოგადოება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ამბობს, რომ ეკლესიებისთვის ტყის გადაცემა მისი შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა.

"ძალიან ბევრი ადგილი არის, ტყეები, სადაც არის მონასტრები და ვფიქრობთ, რომ ეკლესიამ ძალიან ბევრი ადგილმდებარეობა შეინარჩუნა, გადაარჩინა და ეს უკვე სახელმწიფოს კეთილი ნება და მათი გადაწყვეტილება უნდა იყოს. ყველას ეცოდინება, რომ არ გასხვისდება, არ მოიჭრება და შეენახება მომავალ თაობას", - განუცხადა მეუფემ "რუსთავი 2"–ს და დასძინა, რომ ამის მაგალითია დღევანდელი ეკლესია-მონასტრები, რომლებიც ტყესთან მდებარეობს.

საქართველოს პარლამენტი ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი მიწის მიღება შეეძლება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები