Accentnews.ge
ქეთევან ციხელაშვილი პოსტს ტოვებს

ქეთევან ციხელაშვილი პოსტს ტოვებს

22/05/2020 09:50:50 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი პოსტს ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

"ასევე გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში. ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან,“-განაცხადა ზალკალიანმა.

იხილეთ ასევე: საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრი ცვლილებებია

განახლება

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ის ახალ თანამდებობაზე მუშაობას 15 ივნისიდან შეუდგება.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან მე გავაგრძელო საქმიანობა, როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოს მისიაში, ასევე ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში, რომელიც არის ძალიან საპატიო, ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან კომპლექსური მანდატი. თუმცა, 15 ივნისამდე მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას როგორც სახელმწიფო მინისტრი, ახლაც ვიმყოფები ოძისში და ვაპირებთ ძალიან აქტიური კამპანიის ჩატარებას გამყოფი ხაზების სრულ პერიმეტრზე, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას სხვადასხვა ჰუმანიტარული პაკეტით და არა მხოლოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოვიდ 19-ის ფონზე არ წყდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ბორდერიზაცია. მე ახლაც ყოველდღე, მთელი ენერგიით და მომავალშიც ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო, დავიცავ ჩემი სამშობლოს, ჩემი სახელმწიფოს და ჩემი ხალხის ინტერესებს,”- განაცხადა ციხელაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S