სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: "საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კორეის ახალ პოლიტიკაში"
22/05/2020 10:31:47 პოლიტიკა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯე ინის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კორეის ჩრდილოეთის ახალ პოლიტიკაში. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„სალომე ზურაბიშვილის დამსახურებით, ჩვენი პირველი ზარი ძალიან პროდუქტიული გამოვიდა. საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კორეის ჩრდილოეთის ახალ პოლიტიკაში. ჩვენ გავაძლიერებთ ორმხრივ კავშირებს, რომ გადავლახოთ „კოვიდ 19“-ის პანდემია და მომავალში ერთობლივი მუშაობა გავაგრძელოთ“ – წერს მუნ ჯე ინი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინის ტელეფონით ესაუბრა.


