Accentnews.ge
ქანთარია – კრიტიკაზე: „არამკითხაობისა და ზედმეტი რჩევებისგან თავი უნდა შევიკავოთ“

ქანთარია – კრიტიკაზე: „არამკითხაობისა და ზედმეტი რჩევებისგან თავი უნდა შევიკავოთ“

22/05/2020 11:03:57 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრი ნიკრი ქანთარია აცხადებს, რომ პოლიტიკოსთა ნაწილსა და ჟურნალისტებს განსაცდელი აღქმული არ აქვთ. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ გამოთქმული კრიტიკის შეფასებისას განაცხადა. კრიტიკის შემდეგ კანონპროექტში შეზღუდვების საგანგებო მდგომარეობის გარეშე გაგრძელების ვადა დაზუსტდა და ეს 15 ივლისია.

ქანთარიას თქმით, „როდესაც უშუალოდ ხანძარში ვიმყოფებით, არამკითხაობისა და ზედმეტი რჩევებისგან თავი უნდა შევიკავოთ“.

„რახან მთავრობამ აქამდე მოიტანა საქმე, რომ გაცილებით უკეთესად ვიმყოფებით ღვთის წყალობითაც და ასევე სწრაფი რეგულაციების, ვფიქრობ, ეს ბოლომდე უნდა იყოს შენარჩუნებული [...]. ჩვენმა მოქალაქეებმა გაცილებით მტი პასუხსიმგებლობა გამოაჩინეს, ვიდრე პოლიტიკოსების ნაწილმა. ეს შეზღუდვებიც იმიტომაა, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ჩვენთან რომ ახლა სპორტის სასახლეები და ფილარმონიები საავადმყოფოებად იყოს გადაქცეული და ცელოფანში გახვეულ მიცვალებულებს შორიდან ვაცილებდეთ, მაშინ კიდევ მესმის, რომ ვერ ვმართავთ სიტუაციას და მივებაროთ უფალს – რაც არის, არის. მაგრამ ხომ ვატყობთ, რომ სასიკეთოდ მიდის საქმე. აქ ყვოველგვარი მერკანტილური დამოკიდებულების დრო არ არის. სათქმელი უნდა ითქვას, მაგრამ დამოკიდებულებასაც გააჩნია. ფიქრი არ ჩანს, რომ მათ ნაფიქრი აქვთ ამ განსაცდელზე [...]. ასეთ ურთულეს ვითარებაშიც კი ნამუსი საძებარი აქვთ“,– განაცხადა ქანთარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S