
ინაშვილი – მთავრობისთვის უფლებამოსილების გაზრდაზე: „მძიმე შედეგებით დაგვიბრუნდება“
22/05/2020 12:30:42 პოლიტიკა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის შეფასებით, პარლამენტი კონსტიტუციის ფარგლებიდან არ უნდა გავიდეს, არც 15 ივლისამდე და არც ერთი საათით, თუ ამას დავუშვებთ, ეს ძალიან მძიმე შედეგებით დაგვიბრუნდება. ამის შესახებ მან „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მთავრობას უფლებას აძლებს, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დატოვოს ძალაში.
„სხვადასხვა ალტერნატივა იყო შემოთავაზებული, რომ ამას თუ არ გავაკეთებთ ეს მოხდება, ის მოხდება… პოლიტიკური სპეკულაციები. არსებობს პასუხი სამივე ალტერნატივაზე და ნურავის გვაშინებთ, ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუცია, აი ეს არის ალტერნატივა“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მთავრობას აქვს ყველანაირი საშუალება, მოქალაქეთა ჯანმრთელობა დაიცვას:
ცნობისთვის: პროექტს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა.