Accentnews.ge
ფლანგვის დეტექტორი: საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პოლიციამ 22 590 000 ლარის ჯარიმები გამოწერა

ფლანგვის დეტექტორი: საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პოლიციამ 22 590 000 ლარის ჯარიმები გამოწერა

22/05/2020 13:51:10 სამართალი

21 მარტიდან 22 მაისამდე - საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პოლიციამ სულ 22 590 000 ლარის ჯარიმები გამოწერა,– მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ „ფლანგვის დეტექტორი“ დათვალა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კომენდანტის საათის თუ საკარანტინე რეჟიმის დარღვევისთვის მოცემულ პერიოდში 7,444 ფიზიკური და 18 იურიდიული პირი დააჯარიმა. საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 3,000 ლარს, ხოლო იურიდიულ პირებზე 15,000 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის: 23 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა უქმდება, იხსნება „კომენდანტის საათიც“. მიუხედავად, ამისა დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომელიც მთავრობას აძლევს უფლებას, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე 15 ივლისამდე დააწესოს.

კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას ითვალისწინებს და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

იხილეთ ასევე: რა შეზღუდვები რჩება 23 მაისის შემდეგ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S