Accentnews.ge
„ისეთი ხალხი რეკავდა, „იქნებ ბურღულეულის მცირე პაკეტი მომცეო“, რომ ვერც წარმოვიდგენდი“

„ისეთი ხალხი რეკავდა, „იქნებ ბურღულეულის მცირე პაკეტი მომცეო“, რომ ვერც წარმოვიდგენდი“

22/05/2020 14:15:53 პოლიტიკა

პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, მთავრობის ბიუროკრატიული მექანიზმები ისედაც მოშიმშილე ადამიანებს დამატებით პრობლემებს უქმნის.

„მთავრობამ შემოგვთავაზა ცრუ დილემა: ჯანმრთელობა უნდა ავირჩიოთ, ან ეკონომიკა. ასე არც ერთ ქვეყანაში არ დგას საკითხი, გარდა საქართველოსი. ყველა განცხადება, რომელსაც გახარია აკეთებს, კაბინეტის ზღვარს არ სცდება. ხომ შეიძლება, პრემიერის სიტყვას ფასი ჰქონდეს?! გამოვიდა ეს კაცი და თქვა, „ლარით დავასუბსიდირებთ დიზელსო“. ბენზინის კომპანიები კი წერენ, მათ შორის „სოკარი“, „თუ თქვენ ფასდაკლების ვაუჩერით მოხვალთ, მხოლოდ 16 თეთრით იქნება შეღავათი“. იუსტიციის სახლში მიდის ადამიანი, რომ მიიღოს სუბსიდირება. ამ ადამიანს ეუბნებიან, „კომპლში ვინც ხართ, ნოტარიულად დამოწმებული ყველას მინდობილობა მოიტანეო“. თითო მინდობილობა 15 ლარი ღირს – ეს ერთი მაგალითია. ნუთუ ეს ადამიანი თავის ბიუროკრატებთან ერთად არ ფიქრობს, რომ ხალხი შიმშილის ზღვარზე კი არაა, შიმშილობს. მეგობრებთან ერთად გავაკეთებთ დახმარების პატარა პაკეტები. ისეთი ხალხი რეკავდა, „იქნებ ბურღულეულის ეს მცირე პაკეტი მეც მომცეო“, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი. ესენი სოციალურად დაუცველების ბაზაში კი არ არიან რეგისტრირებული და არც უფიქრიათ, რომ დარეგისტრირებულიყვნენ. [...] ახალი კრედიტი კი არა, არსებული კრედიტი როგორ უნდა გაისტუმროს ხალხმა, ამაზე აზრი აქვთ? ეკონომიკა გაჩერებულია, შემოსავალი არაა“,– განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ მისი გუნდი კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე მუშაობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S