Accentnews.ge
სპივაკი – სააკაშვილზე: "პოლიტიკური მონაა"

სპივაკი – სააკაშვილზე: "პოლიტიკური მონაა"

22/05/2020 16:00:42 საგარეო პოლიტიკა

„მე ვერ წარმოვიდგენ, რომ ლეონიდ კუჩმამ ქალაქ თბილისის მერობა მოინდომოს, ან საქართველოს მთავრობის პრემიერ–მინისტრობა, ან რაიმე სხვა თანამდებობა", - აცხადებს პოლიტოლოგი დმიტრი სპივაკი და საქართველოს ექს–პრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს "პოლიტიკურ მონას" უწოდებს.

მისი თქმით, სააკაშვილის ენერგია არაპროგნოზირებადია, მართვის სურვილი კი დაუოკებელი.

„რატომ ვუწოდებ მე მას პოლიტიკურ მონას? იმიტომ, რომ ქართულ ხელისუფლებაში დაბრუნება მას არ გამოსდის. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მისი ჩართვები ტელევიზიით ხდება მხოლოდ ოდესის ტელეარხებიდან, სადაც საუბრები მხოლოდ ოდესაზეა. მთელმა ოდესამ იცის, რომ მას ქალაქის მერობა სურს, შტაბი შექმნილია, გუნდი შექმნილია. ბოლოს ჩატარდა გამოკითხვა და რა შედეგი დაიდო? მხოლოდ და მხოლოდ 5%, ანუ ოდესელების 5 %-ს სურს სააკაშვილი ქალაქის მერად. სააკაშვილის მდუღარე ენერგია არაპროგნოზირებადია, მართვის სურვილი კი დაუოკებელი. მას სერიოზული კავშირები აქვს, თვითონაც ნორჩი ყმაწვილი არ არის, მძიმე წონით კატეგორიაშია, მე ხომ მის ღირსებებს არ ვაკნინებ... ორჯერ იყო საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ რეფორმები, რომლებსაც ესე წარმოგვიდგენს უფრო ცხონებულ კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის, ეს კი ამ იდეების გამტარი ლოკომოტივი იყო“, - აცხადებს სპივაკი.

მისი თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ გარემოებებში, სადაც არაფერი იმალება.

„მე არ ვიცი არც ერთი პოლიტიკოსი, ვისაც ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში აქვს, მეორე პოლიტიკური პარტია უკრაინაში, მონაწილეობს არჩევნებში საქართველოში, მონაწილეობას იღებს არჩევნებში უკრაინაში. ანუ უნდა ძალაუფლება, უნდა მართვა, უკრაინა იქნება თუ სლოვაკეთი სულ ერთია, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, რომ თავისი გუნდი გამოკვებოს“, - აცხადებს სპივაკი.

პოლიტიკოსს ასევე აინტერესებს სააკაშვილის ფინანსების წარმომავლობა:.

„ისინი ხომ უკვე ოთხი წელია არსად მუშაობენ - საიდან ეს ყველაფერი? გასტროლები, მისვლა-მოსვლა, ოფისები, მანქანები, დაცვა, ვინმე ინახავს? გასაგებია, რომ მას გარკვეულწილად ეხმარებიან რაღაც ამერიკული ფონდები, ტრანსნაციონალური კორპორაციები, იმიტომ რომ სააკაშვილისნაირი ძლიერი აგენტები საჭიროა საქართველოშიც და სხვაგანაც, მაგრამ საქმე მარტო ამაში არ არის. ჯერ ერთი, როგორც უკვე აღვნიშნე ეს პოლიტიკური მონობაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S