Accentnews.ge
სპივაკი – სააკაშვილს: „რატომ არ ბრუნდებით საქართველოში? თქვენ ხომ ის ადამიანი ხართ, ვინც ორჯერ დადო ფიცი ქართველი ხალხის წინაშე“

სპივაკი – სააკაშვილს: „რატომ არ ბრუნდებით საქართველოში? თქვენ ხომ ის ადამიანი ხართ, ვინც ორჯერ დადო ფიცი ქართველი ხალხის წინაშე“

22/05/2020 14:52:24 საგარეო პოლიტიკა

„რატომ არ ბრუნდებით საქართველოში? თქვენ ხომ ის ადამიანი ხართ, ვინც ორჯერ დადო ფიცი ქართველი ხალხის წინაშე“, – ასე მიმართა პოლიტოლოგმა დიმიტრი სპივაკმა ტელეარხ "news one"-ის ეთერიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს.

"იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის პარტია საქართველოში დამარცხდა ბოლო დროის ყველა არჩევნებში, სადაც მისი თქმით, ყველაფერი რეფორმირებულია და თუ ეს მართლა ასეა, ჩემი აზრით, რეფორმები პირველ რიგში, ძალოვან და სასამართლო სტრუქტურებიდან იწყება. იბადება ერთი შეკითხვა - თუ ეს ყველაფერი მართლა ასეა, რატომ არ ბრუნდებით საქართველოში? თქვენ ხომ ის ადამიანი ხართ, ვინც ორჯერ დადო ფიცი ქართველი ხალხის წინაშე. ან უნდა დაბრუნდეთ საქართველოში, მოხვიდეთ ოპოზიცაში და იბრძოლოთ, ან მე რაღაც არ მესმის, ან რაღაც მეშლება. ვინმემ მაინც გამეცით პასუხი ამ შეკითხვაზე. რატომ არ ბრუნდება სააკაშვილი და მისი რაზმი საქართველოში? ქართველ ხალხსაც რატომ არ სურს თეთრ ცხენზე ამხედრებული ამ რეფორმატორის ქვეყანაში დაბრუნება?“, - აცხადებს სპივაკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S