ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ეჭვებს „ღიმილისმომგვრელი“ უწოდა

22-05-2020 21:36:58 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ქართული კოვიდ-სტატისტიკის თაობაზე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ეჭვებს, ღიმილისმომგვრელი უწოდა.

„გრდა ერთეული გამონაკლისისა (ცოტა ღიმილისმომგვრელი ინტერვიუ წავიკითხე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის), ყველა სერიოზული ქვეყანა და ისტანცია აღიარებს, რომ ეს [საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება] იყო სახელმწიფო ვერტიკალის და ექიმების დროული, ეფექტური და ადექვატური პასუხის შედეგი. რატომ სხვა ქვეყნებმა არ გასცეს დროული, ადექვატური და ეფექტური პასუხი, ამაზე ჩვენ ვერ გიპასუხებთ. ბევრმა ქვეყანამ ეს პრობლემა „დააიგნორა“, ჩათვალა, რომ ლოკალური პრობლემა იქნებოდა“,– განაცხადა ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანს ოფიციალური ქართული კოვიდ-სტატისტიკის მიმართ ეჭვები აქვს.

შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ ქვეყანაში სულ 723 კოვიდ–ინფიცირებულია აღიცხული, გამოჯანმრთელდა 495 პირი, ხოლო გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები