15 ივლისამდე ქორწილი და მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები იკრძალება

22-05-2020 21:57:35 საზოგადოება

15 ივლისამდე ისეთი სოციალური თავშეყრის აკრძალვა იმოქმედებს, როგორიცაა ქორწილი და მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები – განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯომარე ანრი ოხანაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, 22 მაისს, ღამის 12:00 საათზე „კომენდანტის საათი“ სრულდება, თუმცა მნიშვნელოვანია მედიკოსების რეკომენდაციები მკაცრად იქნეს დაცული.

„რაც შეეხება შეზღუდვებს, რომლებიც ხვალიდან კანონად იქცევა, შეეხება მიმოსვლის უფლებას, შესაძლოა შეეხოს საკუთრების უფლებასაც.

უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ მაგალითად: საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში განვათავსოთ, რათა საფრთხე არ შევუქმნათ სხვა ჩვენს თანამოქალაქეებს.

ასევე, 15 ივლისამდე ისეთი სოციალური თავშეყრის აკრძალვა იმოქმედებს, როგორიცაა ქორწილი და მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები.

მნიშვნელოვანია კლინიკების მობილიზება, თუ ეს დაავადება გავრცელდება, რათა დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა.“ – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც 15 ივლისამდე იმოქმედებს. პრეზიდენტმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.

იხილეთ ასევე: შეზღუდვები, რომელიც 23 მაისიდან რჩება ძალაში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები