
უკრაინაში საქართველოს ელჩი - სააკაშვილის დანიშნვაზე: "არ ვიზიარებ კრიტიკას, რომ საელჩომ ვერ იმუშავა"
25/05/2020 08:34:37 საგარეო პოლიტიკა
უკრაინაში საქართველოს ელჩ თეიმურაზ შარაშენიძის განცხადებით, არ იზიარებს პოზიციას, რომ "სააკაშვილის დანიშნვის მიზეზი საელჩოს არასათანადო მუშაობაა".
“დამთავრდა კარანტინი, მოვედი კონსულტაციებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში, მიზეზი თქვენთვის კარგად არის ცნობილი. ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშომრლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები, როდის დამთავრება ვერ გეტყვით… არ ვიზიარებ კრიტიკას, რომ საელჩომ ვერ იმუშავა. მე რაც ჩამოვედი, სულ მაგას გეუბნებით, რომ მქონდა კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე უკრაინის და მოგახსენეთ უკვე, რომ გადავეცით საპროტესტო ნოტა, პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსტულაციისთვის და ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ ამ კონსულტაციებს”, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო უწყებაში მისვლისას.
კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა უკრაინაში ელჩად, შარაშენიძემ უპასუხა, რომ ეს კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოს ელჩ თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესახებ ცნობილი 8 მაისს გახდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნვას მოჰყვა.