Accentnews.ge
ელჩ თეიურაზ შარაშენიძის უკრაინაში დაბრუნების თარიღი ჯერ–ჯერობით უცნობია

ელჩ თეიურაზ შარაშენიძის უკრაინაში დაბრუნების თარიღი ჯერ–ჯერობით უცნობია

25/05/2020 11:18:05 საგარეო პოლიტიკა

ელჩ თეიურაზ შარაშენიძის უკრაინაში დაბრუნების თარიღი ჯერ–ჯერობით უცნობია. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, "დააკვირდებიან, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და ელჩის უკრაინაში დაბრუნებაზე ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება".

„მოგეხსენებათ, რომ ელჩი საქართველოში დაბრუნების შემდგომ გადიოდა სავალდებულო კარანტინს. დღევანდელ შეხვედრაზე ელჩისგან მოვისმინეთ ინფორმაცია და ვიმსჯელეთ საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივაზე იმ მოცემულობის გათვალისწინებით რაც დღეისათვის არსებობს.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელჩის კონსულტაციებზე დედაქალაქში გამოძახება გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი. ქართულმა მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოში მსჯავრდებული პირის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის გამო, რაც ქართული მხარის შეფასებით არ შეეფერება ორი ქვეყნის თანამშრომლობის სულისკვეთებას.

ბუნებრივია, ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება არ გულისხმობს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას და ასევე არ იგეგმება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა. საქართველო უკრაინასთან განაგრძობს მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებზე – იქნება ეს ტერიტორიების ოკუპაცია, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ჩვეულ რეჟიმში თანამშრომლობას.

ბუნებრივია ჩვენ დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციების ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოს ელჩ თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესახებ ცნობილი 8 მაისს გახდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნვას მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S